понедельник, 8 апреля 2013 г.

Animals and birds (ცხოველები და ფრინველები)


პროექტი



1.  პროექტის სახელწოდება:
Animals and birds   (ცხოველები და ფრინველები)
2.  იდეა:

3.  პროეტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები შეისწავლიან ცხოველთა და ფრინველთა სახელებს ინგლისურ ენაზე. მნიშვნელოვანია  Cამოაყალიბონ რა განმასხვავებელი არწერილობით გამოირჩევა ესა თუ ის ცხოველი და ფრინველი.

4.  პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა სწორად გამოიყენონ თეორიული მასალა პრაქტიკაში, ანუ მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი. შედგეს მათ შორის  თანამშრომლობა და ურთიერთგაგება. ამით ისინი შეძლებენ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების უნარების განვითარებას.  

5.  მონაწილეთა ასაკი:  11-12 წლის   (მე–5; მე–6  კლასი)
6.  ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მითითებების გაგება, ისინი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან დავალებას და მათ შორის შედგება თანამშრომლობა, ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაებმება სასწავლო პროცესში.
M
8.  პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კოპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერი, ბაინდერები, ლექსიკონი, ფაილები და წებო.

9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტვობები):
  •  პროექტის განხორციელების მიზნით შეიკრიბნენ მოსწავლეები და გადაინაწილეს დავალებები:
  • მოსწავლეებმა აირჩიეს ცხოველებისა და ფრინველების ოც–ოცი სახეობა  და ჩამოწერეს ფურცლებზე ქართულად.
  • ყოველივე ამის შემდეგ უნდა მოიძიონ ეს სახელები ინგლისურ ენაზე ერთობლივი მუშაობით, ერთიმეორის დახმარებით, ლექსიკონისა და ინტერნეტის მეშვეობით. ფრინველებსა და ცხოველებს დაურთონ ფოტოსირათები.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხო ენისა  და ი.ს.ტ ინტეგრირება ესგ-ს გათვალისწინებით;

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანა მატუა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nana.matua88@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanamatua.blogpost.com


მოსწავლეთა ნამუშევრები